რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა - ავიასპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ

ავიასპეციალისტები რუსეთიდან პირაპირი ფრენების აღდგენის სემთხვევაში საქართელოს ხელისუფლებას საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ. იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ რუსეთს აეროფლოტში მხოლოდ რუსული თვითმფრინავები გააჩნია, რომის უსაფრთხოებაც ბევრ კითხვის ნიშასნ აჩენს. ამასთ, ექსპერტის თქმით, თუკი რუსეთი უცხოური წარმოების თვითმფრინავებს გამოიყენებს, ეს აუცილებლად გახდება თვითმფრინავის დაპატიმრების საფუძველი.
ქართულ მხარეს, მათ შორის, ავიაკომპანიებს, მათ შორის, ბიზნესსექტორს, მოუწევს დაფიქრება თუ რა შედეგებს გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის სანქცირებულ ავიაკომპანიებთან და საერთოდ, სანქცირეულ ქვეყანასთან ნებისმიერი სახლის ბიზნესურთიერთობა. ანალოგიური განცხადება, მოვისმინე, გააკეთა „ჯორჯიან ეარვეისმაც“ , რომ მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ და არ ჩამოყალიბებულან ფრენების აღდგენაზე, ამაზე ფიქრობენ და გავითვალისწინოთ ჩვენმა მხარემ, საუბარია ავიაციის სააგენტოზე, მათ მოუწევთ ნებართვის გაცემა იმ ავიაკომპანიაზე რუსეთის მხრიდან, რომელიც ან სანქცირებული ჩამორთმეული და მოპარული თვითმფრინავებით სარგებლობს ან გააჩნია თავის ფლოტში რუსული წარმოების, მაგალითად „სუხოის“ ტიპის სუპერჯეტის თვითმფრინავები, რომლის ფრენის უსაფრთხოების სტანარტი ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. თუ მათ გარისკეს და დაუშვეს ეარბასისან ბოინგის ტიპის თვითმფრინავები დააყენეს ამ მარშრუტზე, ეს აუცილებლად იქნება სანქცირების და თვითმფრინავების დაპატიმრების საფუძველი, -
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის რუსეთის 22 ავიაკომპანიაა ასანქცირებული. ერთ-ერი კომპანია არის "აზიმუტი" , რომელმაც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი გამოთქვა.