წვიმა, სეტყვა და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

12.05.23 11:57
წვიმა, სეტყვა და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

საქართველოში ამინდი უარესდება. წვიმა, სეტყვა და თოვლჭყაპი - მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, მეტეოროლოგების პროგნოზით, ამინდის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.

გაზაფხულისთვის უჩვეულოდ ცივი ამინდები, 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უხვი ნალექი შაბათ-კვირას აღმოსავლეთ საქართელოშია მოსალოდნელი. ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატებაც გამოიწვიოს. პატარა მდინარეებზე ელოდებიან წყალმოვარდნებსაც. ქვეყნის მთიან ზონებში კი მეწყრული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები