"ურთულესი პერიოდი მაქვს, ვკარგავ თავდაჯერებას" - ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმართვას ავრცელებს

12.05.23 12:41
"ურთულესი პერიოდი მაქვს, ვკარგავ თავდაჯერებას" - ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმართვას ავრცელებს.

საქართველოს პირველი ჩოგანი ინსტაგრამზე წერს, რომ ურთულესი პერიოდი აქვს, როგორც პირად ისევე კარიერულ დონეზე და იმედოვნებს რომ გამოსავალს იპოვის.

„ბოლო 3-4 წელია, პირად, თუ კარიერულ დონეზე, ურთულესი პერიოდი მაქვს. მაწუხებს იდაყვის ტრავმა, რომლის გამოც მთელი ეს პერიოდი ტკივილის ფონზე ვთამაშობდი და საკუთარი შესაძლებლობების 50%-ს ვავლენ, ვკარგავ თავდაჯერებასა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. არ ვნებდები - ვაკეთებ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და მჯერა, რომ ვიპოვი გამოსავალს“, - წერს ბასილაშვილი.

მსგავსი სიახლეები