"კაცი ცოლის მოკვლას ცდილობდა, შვილი აშველებდა და შემოაკვდა" - გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

12.05.23 13:10
"კაცი ცოლის მოკვლას ცდილობდა, შვილი აშველებდა და შემოაკვდა" - გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"კაცი ცოლის მოკვლას ცდილობდა, შვილი აშველებდა და შემოაკვდა" - "პირველებმა" გარდაბანში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.

ირკვევა, რომ 21 წლის ბიჭმა მამას სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. მკვლელობას წინ ოჯახში კამათი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ის თავად ჩაბარდა პოლიციას და სამართალდამცველებ დეტალურად მოუყვა მომხდარი დანაშაულის შესახებ. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

მომხდარის შესახებ სოფელში ამბობენ, რომ ოჯახში მუდამ ჩხუბი იყო, შვილები დედის დაცვას სისტემატიურად ცდილობდნენ მამისგან და ამჯერად შვილს გაშველების დროს მამა შემოაკვდა.

ოჯახური ძალადობა იყო, რომდ ალევდა, ეშინოდათ, შვილებს და ცოლს. ნასვამი ყოფილა, ცდილობდა ცოლი მოეკლა და გაშველების დროს ეტყობა შვილები ჩაერივნენ და რომელიღაცა შვილს შემოაკვდა ეტყობა. ოჯახსის წვერებ და ცოლს გამუდმებით ემუქრებოდა და სულ კახა აშველებდა. მაგრამ ახლა ვეღარ გააშველა და შემოაკვდა მამა. 

შემთხვევა გარდაბანში გუშინ, 11 მაისს მოხდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე 11 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.  

მსგავსი სიახლეები