"ნასვამი მოვიდა, სახლის ლეწვა დაიწყო და ბავშვებზე გაიწია" - გარდაბანში შვილის მიერ მოკლული მამის ცოლი
გარდაბანში შვილმა მამა მოკლა - გარდაცვლილის ცოლი "პირველებთან" ამბობს, რომ მისი ქმარი სახლში სისტემატიურად ნასვამი მიდიოდა და ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდა.
ამჯერადაც, სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ქმარი შვილებისკენაც გაიწია და მათ გამოწვევევას ცდილობდა.
"გუშინ მოვიდა ნასვამი, რის შემდეგაც სრულიად უმიზეზოდ დაიწყო ჩხუბი, ამის მომსწრენიც არიან. შემდეგ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე გადავიდა. დაიწყო სახლის ლეწვა, შემდეგ ბავშვებზეც გაიწია, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა არ დამშვიდდა. ორჯერ სახლიდან გავედი იმ იმედით, რომ დაწყნარდებოდა ან დაეძინებოდა, მაგრამ გამოიწვია არ დამშვიდდა. პირიქით, ჩემი შვილი გამოიწვია, მოდი აბა დამარტყი, შენ ქალაჩუნა ხარ, ვერ შეძლებო". - ამბობს გარდაცვლილის ცოლი.
ირკვევა, რომ 21 წლის ბიჭმა მამას სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. მკვლელობას წინ ოჯახში კამათი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ის თავად ჩაბარდა პოლიციას და სამართალდამცველებ დეტალურად მოუყვა მომხდარი დანაშაულის შესახებ. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
შემთხვევა გარდაბანში გუშინ, 11 მაისს მოხდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე 11 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.