სკოლის დირექტორის ქმარმა მანქანას, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ, ქვები ესროლა - რა მოხდა როხში
სოფელ როხში სკოლის დირექტორის ქმარმა ადგილობრივი მცხოვრების, მანქანას ქვები დაუშინა.
შემთხვევის დროს ავტომობილში ქალი და ბავშვი იმყოფებოდა. დაშავებული არავინაა, დაზიანდა ავტომობილის მინები. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა თავად სკოლის დირექტორის ქმარი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტომობილის მფლობელი, გოგიტა სანიკიძე კი აცხადებს, რომ მისი შვილი როხის სკოლაში დირექტორის მხრიდან ბულინგს განიცდიდა,რის გამოც არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.