თბილისში 21 წლის ბიჭი დაჭრეს
თბილისში 21 წლის გიგი თოლორაია დაჭრეს. ზუგდიდელი ბიჭის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა შემთხვევით გამვლელმა პირმა დაჭრა. მამაკაცს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილის ახლობელი tvpirveli.ge-სთან ამბობს, რომ გიგი თოლორაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ინფორმაციით, თოლორაიას ნეკნები და სამი ორგანო აქვს დაზიანებული.
გუშინ თბილისში მამიდაშვილის ბიჭი (21 წლის გიგი) ფსიქიურად შეურაცხადმა გამვლელმა დაჭრა, სათვალთვალო კამერებმა გადაიღო ფაქტი. ნეკნები და სამი ორგანო აქვს დაზიანებული, ერთი ამოუღეს.
ვის უნდა მოვკითხოთ, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ სპეციალიზებულ კლინიკებში და საფრთხეს არ უქმნიდნენ გარშემომყოფებს, საერთოდ ვის მოვთხოვოთ უსაფრთხო ცხოვრების უფლება?
ღმერთს ყვარებიხართ, მალე გამოჯანმრთელება განსაკუთრებულად კარგ ბიჭ გიგის“,- წერს სოციალურ ქსელში დაჭრილის ნათესავი ნათია გოგოხია.