ყირიმ-კონგოს ცხელებით ადამიანების ინფიცირების შემთხვევები ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სოფლებში

12.05.23 16:33
ყირიმ-კონგოს ცხელებით ადამიანების ინფიცირების შემთხვევები ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სოფლებში

ყირიმ-კონგოს ცხელებით ადამიანების ინფიცირების შემთხვევები ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სოფლებში.

დაავადება ჯერ 28 აპრილს, სოფელ მუსხში დაფიქსირდა, იგივე სიმპტომები სოფელ ტოლოშში მცხოვრებ 62 წლის კაცს გამოუვლინდა, მესამე შემთხვევა კი სოფელ ნაქურდევში 58 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთი ყირიმ-კონგოს კერად ითვლება.

ტოლოშში, ნაქურდევსა და მუსხში ცხოველები და მათი სადგომები, ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატებით მუშავდება.

მწვავე ვირუსული ინფექცია, ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტკიპა ცხოველს ხელთათმანის გარეშე არ მოაცილონ. გარდა ამისა, ჩაუტარონ დეზინფექცია პირუტყვსა და სადგომს.

მსგავსი სიახლეები