პროტესტი ჭიათურაში - აქციის ორმა მონაწილემ პირი ამოიკერა

18.05.21 13:25
პროტესტი ჭიათურაში - აქციის ორმა მონაწილემ პირი ამოიკერა

აქცია  ჭიათურაში - სოფელ შუქრუთში აქციის ორმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად  პირი ამოიკერა.

აქციის მონაწილეები ,,ჯორჯიან მანგანეზის" მუშაობით მიყენებულ ზიანს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კომპანიის მიერ მათთვის შეთავაზებული თანხა მათთვის არასაკმარისია. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ზომებს დანარჩენებიც მიმართავენ და პირს ამოიკერავენ. 

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" ამბობენ, რომ მოსახლოების დიდი ნაწილთან შეთანხმება უკვე შედგა და ისინი კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად დაფარავენ.კოპანიამ კომპენსაციების გაცემა 2020 წლიდან დაიწყო და 2 მილიონამდე ლარი უკვე გასცა.

მსგავსი სიახლეები