სასამართლო შერჩევითად მოიქცა და მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა - კოჟორიძე "რუსთავი 2-ის" საქმეზე

18.05.21 13:38
სასამართლო შერჩევითად მოიქცა და მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა - კოჟორიძე "რუსთავი 2-ის" საქმეზე

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი ადვოკატი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტელევიზიის უძრავი ქონება დაყადაღდა. კოჟორიძე მთლიანი ქონების დაღადაღებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, სასამართლო შერჩევითად მოიქცა, რადგან 2015 წელს მსგავსი მოთხოვნა  ქიბარ ხალვაშს დაუკმაყოფილდა. 

სასამართლომ მიიღო განჩინება და ამ ეტაპზე დაყადაღებულია "რუსთავი 2-ის" უძრავი ქონება, 2 მიწის ნაკვეთი მასზე არსებული ყველა შენობა-ნაგებობა, თუმცა სასამართლომ უარი გვითხრა დანარჩენ მოთხოვნებზე, ვგულისხმობ მოძრავი ნივთების  დაყადაღებას, აპარატურას, ტექნიკას, სხვა უძრავ ნივთებს, ასევე პარტნიორებისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას. ეს არის ის მოქმედებები რაც ქიბარ ხალვაშმა 2015 წელს შეიტანა სარჩელი და სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. ჩვენ რომ მოვითოვეთ სასამართლო შერჩევითად მოიქცა და ჩვენ ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილა, რა თქმა უნდა ამას გავასაჩივრებთ", - ამბობს კახა კოჟორიძე.

შემდეგი სასამართლო პროცეს 1 ივნისს არის ჩანიშნული.

ტელეკომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება ტელევიზიის დამფუძნებლებმა სასამართლოში მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ცნობილი გახდა ტელეკომპანიის “პრაიმმტაიმთან” ერთად ჰოლდინგში გაერთიანების შესახებ. მათი თქმით, გაჩნდა რისკი, რომ “რუსთავი 2-ის” ქონება გასხვისდება 

მსგავსი სიახლეები