ახალსოფლის მოსახლეობა მამის მკვლელობისთვის დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს
ახალსოფელი მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს. საუბარია კაცზე, რომელიც მამის მკვლელობისთვის დააკავეს. 21 წლის კახა კობაიძეს თავდებში მთელი სოფელი უდგება და პროკურატურაში წარსადგენად ხელმოწერებს აგროვებს. ადგილობრივი მოსახლეობა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი მუხლის შეცვლას ითხოვს. "ეს იყო აუცილებელი მოგერიება და არა მკვკლელობა," - ამბობენ დაკავებულის თანასოფლელები.
48 წლის კაცი შვილმა იმ დროს მოკლა, როდესაც ის მეუღლეზე და შვილებზე ძალადობდა და მათ დანით მოკვლით ემუქრებოდა. გარდაცვილი მრავალჯერ ნასამართლევია და როგორც ირკვევა, ფიზიკურ შეურაცხყოფას ოჯახის წევრებს ხშირად აყენებდა.
სოფელში ამბობენ, რომ გუშინაც კახა კობაიძე დედის და დედმამიშვილის დაცვას ცდილობდა მამისგან და სწორედ ამ დროს მიაყენა მას დანით ჭრილობა.
იმ შემთხვევაში თუ ახალგაზრდას მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.