ვიმუშავებთ დმანისში, რომ გავარკვიოთ ინციდენტის საფუძველი - გოგი მეშველიანი

18.05.21 13:18
ვიმუშავებთ დმანისში, რომ გავარკვიოთ ინციდენტის საფუძველი - გოგი მეშველიანი

დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ამბობს, რომ დაპირისპირების ადგილას კონფლიქტი სრულად ამოწურულია,თუმცა ის პირადად გააგრძელებს მუშაობას რეგიონში არსებულ კონფლიქტზე. მეშველიანი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა გუშინ კონფლიქტის ადგილას კარგად იმუშავეს.

კონფლიქტის პირველი ფაზის მონაწილეებმა ერთმანეთის ხელის ჩამორთმევით საზოგადოებას აჩვენეს, რომ ამ კონფლიქტის არანაირი საფუძველი აღარ არსებობს. ჩვენ ვიმუშავებთ დმანისში საზოგადოების ყველა ჯგუფთან იმისათვის, რომ საფუძველში გავარკვიოთ გუშინდელი ინციდენტის საფუძველი.მიმაჩნია, რომ სამართალდამცავებმა გუშინ გააკეთეს ყველაფერი საკუთარი ჯანმრთელობის რისკის, სიცოცხლის რისკის ფასად რომ ეს დაპირისპირება გაცილებით მძიმე შედეგებით არ დასრულებულიყო," - ამბობს მეშველიანი. 

მსგავსი სიახლეები