ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ტანკებით მოხდება თუ თვითმფრინავებით - კახა გოგიძე
მსახიობი კახა გოგიძე ამბობს, რომ რუსეთთან ფრენების დაშვება და გაუქმებული სავიზო რეჟიმი ხალხმა ქუჩაში უნდა გააპროტესტოს.
მსახიობის თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება არის ოკუპაციის გაგრძელება და მნიშვნელობა არ აქვს ეს ტანკებით მოხდება, თუ თვითმფრინავებით.
ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ტანკებით მოხდება, სამხედრო თვითმფრინავებით, თუ სამოქალაქო თვითმფრინავებით. ეს არის ჩვეულებრივი ექსპანსია. როგორც დასავლეთმა თქვა მილიონობით ტურისტი ჩამოვა. ნებისმიერ საკითხს, მათ შორის ამ ფრენებს იარაღად იყენებენ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. ნუ დაელოდებიან, რომ ვინმე პოლიტიკური ძალა გამოვა, ეს ხალხმა უნდა გააპროტესტოს". - ამბობს კახა გოგიძე.