ის არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი - გოგი წულაიას ადვოკატი
ადვოკატი ვალერი გელბახიანი გოგი წულაიას მორიგ პოლიტპატიმრად მოიხსენიებს და ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებაზე საუბრობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ წულაიამ სამართლიანობის მისაღწევად სიცოცხლე სასწორზე დადო.
სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გაუგრძელა პატიმრობის ვადა და ერთ-ერთ გარემოებად მითითებულია, რომ შესაძლოა, მან დაზარალებულზე მოახდინოს ზეწოლა. ეს არის ანგარიშსწორება იმ განცხადებებეზე, რომელიც მან გააკეთა ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის წევრის მიმართ. ის არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ითხოვს თანადგომას, სიცოცხლის სასწორზე დადება, ასე ვთქვათ, მას მიაჩნია აუცილებელ გარემობად იმისათვის, რომ სამართლიანობას ჰქონდეს გარანტიები, - ამბობს ვალერი გელბახიანი.
გოგი წულაია უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს და არც მედიკამენტებს იღებს. პროტესტის მიზეზი 10 მაისს გამართული სასამართლო სხდომა გახდა, სადაც წულაიას წინასწარი პატიმრობა კიდევ ორი თით გაუხანგრძლივეს.
გოგი წულაია 138 მუხლით არის დაკავებული, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შემდეგი სასამართლო პროცესი 31 მაისს არის ჩანიშნული. სასამართლო სხდომას გოგი წულაია არ დაესწრება, რადგან ის მოსამართლეს ჰყავს გაძევებული. დიდი ალბათობით პროცესზე არც ადვოკატი მივა, დაცვაზე უარი თავად წულაიამ განაცვხადა.