რუსული "აზიმუტი" და ქართული Georgian Airways მომავალი კვირიდან ფრენების აღდგენას აპირებენ - რუსული მედია
რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა მომავალი კვირიდან იუგეგმება . რუსულ მედიის ინფორმაციით, რეისებს რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" და ქართული Georgian Airways განახორციელებენ.
ინფორმაციას, რუსულ მედიას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი უდასტურებს.
გამოცემის ინფორმაციით, დარჩენილია მხოლოდ ფორმალური ნაწილის მოგვარება და ასეთ შემთხვევაში, "აზიმუტის" ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისში 16 მაისს გამოფრინდება, თბილისიდან ფრენა კი 18 მაისს ან უახლოეს 10 დღეში შედგება.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ავიაკომპანიამ ამის შესახებ, საქართველოს აეროპორტი საქმის კურსში ჩააყენა.