როგორ შეიძლება ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გაძლიერდეს? - თავისუფლების ინსტიტუტმა დისკუსია გამართა

13.05.23 16:00
როგორ შეიძლება ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გაძლიერდეს? - თავისუფლების ინსტიტუტმა დისკუსია გამართა

როგორ შეიძლება ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გაძლიერდეს? ამ თემაზე დღეს დისკუსია თავისუფლების ინსტიტუტმა გამართა.  პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები კანონში ცვლილელებს ითხოვენ, რომელიც ნაფიც მსაჯულებს სხვადასხვა საქმის განხილვის უფლებას მისცემს. 

ეს არის ის, რაც მოიტანს მოქალაქეების მონაწილეობას და ნდობას სასამართლოს მიმართ და რეალურად დამოუკიდებელ სასამართლოს. ჩვენ გვაქვს მიმდინარე საქმე ლაზარესი და თორნიკესი, რომლებიც ამოირჩია სამიზნედ ამ რეჟიმმა. ჩვენი გზავნილი არის მარტივი, თუ მათ სჯერათ ჩვენი მოქალაქეების, გააფართოონ იმ მუხლებზე ჩვენი კანონმდებლობა, რომელზეც ბრალი აქვთ წაყენებული ლაზარეს და თორნიკეს". - ამბობს გიოგა ბოკერია.

იგივე მოთხოვნა უკვე დიდი ხანია აქვთ ლაზარე გრიგორიადის სოჯახის წევრებს, იმ ახალგაზრდა აქტივისტის, რომელსაც ხელისუფლება რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე გასვლის გამო ასამართლებს.

ლაზარე, გამიშავეს ბავშვი. რატო არ ვენდობით სასამართლოს? - იმიტომ, რომ წინა სასამართლოზეც მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მთავრობა არ დაუშვებს ამას და ეს კანონში არ იქნება ამ მოკლე ხანში განხილული". - ამბობს ლაზარეს მამა. 

მსგავსი სიახლეები