მამის მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის ბიჭს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს

13.05.23 16:20
მამის მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის ბიჭს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს

გარდაბანში მამის მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის ბიჭს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს.

მამაკაცი ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში თავს, დედას და არასრულწლოვან ძმას იცავდა. ის პოლიციაშიც საკუთარი ნებით გამოცხადდა.

მოკლული 48 წლის კობა კობახიძეა. სოფელში ყვებიან, რომ ის სახლში ნასვამ მდგომაროებაში მივიდა და ოჯახის წევრებზე ძალადობა დაიწყო.

ახალსოფლის მოსახლეობა 21 წლის ბიჭის გათავისუფლებას ითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები