"ოცნების" დეპუტატის პოლიციელმა შვილმა კაცი არასამსახურეობრივი იარაღით დაჭრა

13.05.23 21:28
"ოცნების" დეპუტატის პოლიციელმა შვილმა კაცი არასამსახურეობრივი იარაღით დაჭრა

"მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მოწოდებული ინფორმაციით, კრიმინალურ პოლიციაში დასაქმებულმა, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ლევან მგალობლიშვილის ვაჟმა კაცი დაჭრა. 

ირკვევა, რომ შალვა მგალობლიშვილი პოლიციიდან 31 მარტს, მას შემდეგ გამოუშვეს, რაც თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე 38 წლის გიორგი გაბადაძეს, არასამსახურეობრივი იარაღიდან ესროლა. 

წყარო გომელაურის უწყებიდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ხელმძღვანელი პირების ჩარევის შემდეგ, დეპუტატის შვილს ხელი დააფარეს და პასუხისგებაში არ მისცეს.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 31 მარტს დეპუტატის პოლიციელი შვილი თანამეწყვილესთან ერთად  შემოვლაზე იმყოფებოდა, შალვა მგალობლიშვილმა გასროლა მას შემდეგ მოახდინა, რაც გიორგი გაბადაძეს გადამოწმების მიზნით შეჩერება მოსთხოვა.  ერთ-ერთი ვერსიით მოქალაქე, დეტექტივის  მოთხოვნას არ დაემორჩილა, რასაც გასროლა მოჰყვა, რა დროსაც დეპუტატის შვილმა 38 წლის კაცი ფეხის არეში დაჭრა. 

ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი გაბადაძეს ამ თემაზე ჯერ საჯაროდ საუბარი და შემდეგ კი  პოლიციელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაც კი აუკრძალეს. გაბადაძე "შაბათის ეთერთან" არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ "კავკასიის სამედიცინო ცენტრში" ნამდვილად იმყოფებოდა. 

ლევან მგალობლიშვილის შვილის წინააღმდეგ გამოძიება უფლებამოსილების იარაღის გამოყენებით გადამეტების ფაქტზე  მიმდინარეობს, ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულია და 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა "ქართული ოცნების" გავლენიანი დეპუტატის  შვილისთვის ბრალდებაც კი არავის წარუდგენია, არადა „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, დანაშაულის დამდასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები კოკა კაციტაძის უწყებას  აქვს. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის შეფმა საქმის გაჭიანურების ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე,  შალვა ბედოიძისგან და თბილისის პოლიციის უფროსისგან, სულხან თამაზაშვილისგან მიღო.

საბედისწერო გასროლა- ნახეთ, მაიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები