რა ხდება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის საკანში - გამაოგნებელი კადრები

13.05.23 22:08
რა ხდება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის საკანში - გამაოგნებელი კადრები

რა ხდება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის საკანში - "შაბათის ეთერმა" ბათუმის ციხის საკანში, "კანონიერი ქურდის" "ჯვარსკის" და ბადრაგების ჩხუბს ამსახველი კადრები მოიპოვა.

ამასთან ყველაზე ახალგაზრდა "კანონიერი ქურდი" შაბათის ეთერისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მას ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები თავის მოკვლას აიძულებენ. 

რევაზ უბილავას ახლობლები ეჭვობენ, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის განეიტრალების ბრძანება ციხის მაღალჩინოსნებს გარედან დაუკვეთეს. 

მეტიც, წერილში, რომელიც "მელაძის შაბათის" გუნდმა მიიღო, "ჯვარსკი" წერს, რომ ციხის უფროსმა, ბექა გაგნიძემ მას სამლოცველოში, სადაც კამერები არ არის ჩუმად სამართებელი თავის მოსაკლავად მისცა. 

რევაზ უბილავა აცხადებს, რომ ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები მას ფიზიკურად უსწორდებიან და უმიზეზოდ გადაჰყავთ ანტივთვანდალურ საკანში, რაც ადვოკატების შეფასებით კანონდარღვევაა. 

წერილში რომელიც "შაბათის" გუნდმა "ჯვარსკის" სახელით მიღო წერია რომ ბასრ საგნებს პატიმრებს თავის მოსაკლავად ხშირად ციხის ხელმძღვანელები აძლევენ. 

ციხე კი არა აქ ჯოჯოხეთია. თვით გადარჩენისთვის ბრძოლა. თუ რამე მომივა, იცოდეთ, რომ ამ დონემდე მიმიყვანა ბექა გაგნიძემ. რომელსაც ხელს აფარებს ყველა სტრუქტურა, რადგან მათი ჯალათია. მისი მოწოდებული  "ბრიტვით" ვცადე თვითმკვლელობა. ეკლესიაში მომცა "ბრიტვა", სადაც კამერები არ აყენია. მითხრა, რისი ქურდი ხარ მანახეო. ნოემბერი იყო, დადგა დრო და ვანახე ქურდის სისხლი როგორ იღვრება"- წერს ჯვარსკი. 

კადრები საქართველოს ყველაზე მკაცრი ციხიდან - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები