ქართველი მეომრები ბახმუტის ასაღებად ემზადებიან - ქალაქის ცენტრამდე კილომეტრნახევარი დარჩა
ქართველი მეომრები ამ წუთებში ბახმუტის ასაღებად ემზადებიან. მებრძოლებს ქალაქის ცენტრამდე კილომეტრნახევარი აშორებთ. უკრაინულ არმიასთან ერთად, ქართველებმა კონტაქტური ბრძოლების მეხუთე დღეს ფრონტის ყველაზე ცხელ ხაზთნ ჩარჩენილი ოკუპანტები სრულად ალყაში მოაქციეს. ბძოლის ველიდან ვაგნერელები გაიქცნენ. მათ გაჰყვა რუსული არმიის დიდი ნაწილიც.
ქალაქზე კონტროლის დასაბრუნებლად უკრიანელებთან ერთად ქართველებიც ემზადებიან.
ბოგდანევკაში ვართ, გუშნწინ გრიგორევკიდან წავიწიეთ სამკილომეტრ ნახევარი, ესენი ყველა უკვე დაბრუნებულია, მარჯვენა მხარესაც მუშაობენ. ფლანგებში უტევენ ჩვეულებრივად, ბახმუტში, ფაქტობრივად, შიგნით არავინ არაა დარჩენილი. იბომბება, იწვის ყველაფერი. ყველა გავიდა, დიდი, პატარა, არავინ არაა შიგნით დარჩენილი. ბრძოლები მიმდინარეობს ივანსკოე, ხრომოვე, გრიგორევკა. გრიგორევკას სრულად აკონტროლებენ ჩვენები. ბევრი აყვანილიც არის, აიყვანეს მძევლები ბევრი. ყველა აღებული აქვთ, ჩვენებს უკავიათ, თავიდან ბოლომდე არის ახლა ჩვენ, - ამბობს "პირველებთან" ქართელი მებრძოლი ზაუკა ბერძემიშვილი.