გასცა თუ არა ქართულმა მხარემ ნებართვა რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე - მთავრობა დუმს

14.05.23 11:20
გასცა თუ არა ქართულმა მხარემ ნებართვა რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე - მთავრობა დუმს

გასცა თუ არა ქართულმა მხარემ  პირველი ნებართვა რუსეთიდაან საქართველოში პირდაპირი  ფრენების დაწყებაზე? -  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სრული მდუმარებაა. "პირველებმა" კითხვით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, საიდანაც შესაბამის პასუხებს ელოდება. 

"პირველები კითხვაზე პასუხის მიღებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან,  მარიამ ქვრივიშვილისგანაც შეეცადა, რომელიც ამ დრომდე ამტკიცებდა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ერთგული დარჩებოდა, 

კითხვებს უპასუხოდ ტოვებს საქართველოს ავიახაზების პრეზიდენტიც, რომელიც რუსულ მედიაში აანონსებს, რომ უახლოეს ათ დღეშიი პირდაპირ ფრენებეს თბილისიდანაც დაიწყებენ.

პარალელურად, მოსკოვში  დიდი სამზადისია. ავიაკომპანია  აზიმუტი აანონსებს, რომ პირველ ფრენას რუსული თვითმფრინავით, თბილისის მიმართულებით 16 მაისს განახორციელებს.