"არა ფრენებს რუსეთთან" - სამოქალაქო სექტორი პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებს

14.05.23 11:24
"არა ფრენებს რუსეთთან" - სამოქალაქო სექტორი პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებს

გასცემს თუ არა "ქართული ოცნება" რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე? - მოქმედებაზე სამოქალაქო სექტორი გადავიდა. "არა ფრენებს რუსეთთან" - ამ სახელწოდების პეტიციას, რომლის ავტორიც იურისტი კახა წიქარიშვილია, ხელი უკვე ასობით ადამიანმა მოაწერა. 

წიქარიშვილის თქმით, ვიდრე უკრაინაში რუსული რაკეტები დაფრინავენ, საქართველომ რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე უარი უნდა განაცხადოს. 

მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვას რუსეტთან პირდაპირი ფრენების აღგენაზე და დაუწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს. როდესაც უკრაინაში დაფრინავენ რუსული რაკეტები, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რუსული თითმფრინავებით ვიფრინოთ და პაქტიკული არგუმენტი არის ის, რომ საქართველო შეიძლება მოექცეს საერთაშორისო სანქციების ქვეშ, - ამბობს წიქარიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები