კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საბჭოთა კავშირში! - ანიტა რაჭველიშვილი "ოცნებას" აკრიტიკებს
საქართველო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საბჭოთა კავშირში! - ასე გააკრიტიკა ანიტა რაჭველიშვილმა საქართველოს ხელისუფლება. საოპერო მომღერლისთვის ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სრულად მიუღებელი აღმოჩნდა.
რაჭველიშვლი ფიქრობს, რომ "ოცნებას" ქვეყანა დასასრულისკენ მიჰყავს. "გადააჭარბეთ სამარცხვინო ლიმიტს" - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, ქვეყანას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა ევროპული საჰაერო კომპანიების გარეშე დარჩენის ფასად დაუჯდება.