ახალბაღის დაუსრულებელი რეაბილიტაცია - პარკში სტალინის ძეგლს განაახლებენ
გორში სტალინის ძეგლის რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ახალბაღის განახლების გეგმა გასაჯაროვდა. გორის მთავარ დასასვენებელ სივრცეს ბელადის ძეგლი ახალი იერსახით შეხვდება.
ამ გადაწყვეტილების გამო ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. მათი თქმით, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის ნაცვლად, ადგილობრივი ხელისუფლება მისი განახლებით არის დაკავებული. ცალკე პრობლემად რჩება დროში გაწელილი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
ის თანხა, რომელიც გამოყოფილია ამ ბაღის რეაბილიტაციისთვის და ის თანხა, რომელიც ამ დრომდე არის დახარჯული, ნამდვილად არ აისახება შესრულებულ სამუშაოებზე. უიმედოდ ელოდებიან გორელები ამ პარკის გახსნას, თუმცა ამ დრომდე არ დაადგა საშველი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ კორუფციის ნიშნები იკვეთება, გარიეგბა არსებობს ხელისუფლებასა და შემრსულებელ კომპანიას შორის, - ამბობს ენმ-ს წერვი ანი ბალიაშვილი.
ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიხსნება დასასვენებლი პარკი მოქალაქეებისთვის.