მოწყალების თხოვნა იძულებით - თრეფიკიკინგის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა

14.05.23 12:50
მოწყალების თხოვნა იძულებით - თრეფიკიკინგის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით,  ბრალდებულები ბავშვებს ყვავილების გაყიდვას და მოწყალების თხოვნას აიძლებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები ბრძანებებს არ დაემორჩილებოდნენ, მოზარდებს სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ადკავებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი დააკავეს.
2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

 

 

მსგავსი სიახლეები