ხმაური ბორჯომში - აქციის მონაწილეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ბორჯომში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ხმაური დამატებითი საპოლიციო ძალების მობილზიებას მოჰყვა."ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე 10-მდე პოლიციის პიკაპი ერთდროულად გამოჩნდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.
„ბორჯომის“ ორივე ქარხნის თანამშრომლები დილიდან ქარხანასთან არიან შეკრებილი. 400-ზე მეტი თანამშრომელი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას ითხოვს.