"არა საქართველოს ისტორიის დამახინჯებას!" - გიდების აქცია თბილისში

14.05.23 15:40
"არა საქართველოს ისტორიის დამახინჯებას!" - გიდების აქცია თბილისში

გიდების აქცია თბილისში - ამ წუთებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან  ითხოვენ, ტურისტების გამყოლის სტატუსი კანონმდებლობით დარეგულირდეს. ეს უფლება კი მხოლოდ იმ ადამიანს მისცენ, ვინც ქართული ენა გამართულად იცის და საქართველოს მოქალაქეა.

ირკვევა, რომ რუსები, აზერბაიჯანლები და არაბები ტურისტულ მარშუტებს თვითნებურად აკეთებენ და უცხოელებს ემსახურებიან.  გიდები ამბობენ, რომ უცხოელები მათ სამუშაო ადგილებს ართმევენ. მათი თქმით, არც უსაფრთხოების წესებია დაცული.

ჩვენ გვინდა, რომ ყველა გიდი, ყველა ტურისტული მძღოლი, ტურისტული კომპანია იყოს დარეგისტრირებული. ეს მხული შეტანილია კანონპროექტში და მივესალმებით ამას და აუცილებალდ უნა იყოს შეტანილი კიევ ორი დამატებითი მუხლი, რომ ყველა უნდა იყოს საქართელოს მოქალაქეი, გავლილი უნდა ჰქონეს სპეციალური სასწავლო კურსი, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ტურისტებს დად აუცილებლად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას, - ამბობს აქციის მონაწილე. 

გიდები ამბობენ, რომ თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციაზე უკვე გაცლებით მეტი ადამიანი შეიკრიბება. 

მსგავსი სიახლეები