გორის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან - დატბორილია სახლები და ნაკვეთები
გორის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძევერასა და შერთულში მდინარე ლიახვი კალაპოტიდან გადავიდა. დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. რამდენიმე სოფელში სპეცტექნიკა შეიყვანეს. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, სტიქიამ ნატესები გაუნდაგურა.
სიმინდებშია წყალი შესული, ვინ ამინაზრაურებს, მითხარით?, - ამბობს ადგილობრივი.
უამინდობაა დასავლეთ საქართველოშიც. რიონის ადიდების და სავალ ნაწილზე გადასვლის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა.
მსგავსი სიახლეები
27.06.26 12:35
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს