გლდანში დაჭრილი ბიჭი რეანიმაციაშია მოთავსებული

18.05.21 15:01
გლდანში დაჭრილი ბიჭი რეანიმაციაშია მოთავსებული

თბილისში, გლდანში დაჭრილი 21 წლის გიგი თოლორაია მძიმე მდგომარეობაშია. ახალგაზრდა მრავლობითი ჭრილობებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ახალგაზრდას თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის მარტო გადაადგილდებოდა. საქმეში დევს ვიდეო-სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ გავლელი მამაკაცი, ბიჭს ზურგში, ბასრი საგნის მსგავს ნივთს ურტყამს. 

 21 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ თბილისში 60 წლამდე კაცი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.