საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე
"ვივა-მედის" კლინიკური დირექტორის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში ობიექტურად მკურნალობენ. ზურაბ ჩხაიძის თქმით, პრეტენზიები თითქოს პაციენტ პრეზიდენტს ნორმალურად არ მკურნალობდნენ, გაქარწყლდა.
ამასთან, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის სტაციონარში მკურნალობას საჭიროებს.
ეს არის აღიარება იმის, რომ კლინიკამ ყველაფერი გააკეთა ობიექტურად, ყველაფერი გააკეთა ადეკვატურად, დროულად იქნა დიაგნოზები დასმული. ხშირად ადვოკატების მხრიდან იყო პრეტენზიები, თუმცა იყო ზოგიერთი კოლეგის მხრიდანაც, მაგრამ ეს ყველაფერი გაქარწყლდა.
ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობის კრიტერიუმები შეესაბამება, რომ იმყოფებოდეს სტაციონალურ პირობებში. უტარდებოეს მკურნალობა, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს