ბავშვების შრომითი ექსპლუატაცია თბილისში - მოზარდებს მშობლები ვაჭრობას და ძარცვას აიძულებდნენ

14.05.23 20:31
ბავშვების შრომითი ექსპლუატაცია თბილისში - მოზარდებს მშობლები ვაჭრობას და ძარცვას აიძულებდნენ

შრომითი ექსპლუატაცია და დაუცველი ბავშვები საქართველოში -  თბილისში არასწრულოვნებს მათხოვრობას და ვაჭრობას აიძულებდნენ. პოლიციამ ხელბორკილები 4 ადამიანს დაადო. ერთი მსხვერპლის ბებიაა, მეორე კი დედა.

 ფულის შოვნის სქემა ასე მუშაობდა:  ბავშვები ტურისტებით სავსე უბნებში დადიოდნენ,  როცა ნივთები ჰქონდათ, უნდა გაეყიდათ, თუ არადა, უცხოელი ტურისტებისთის ან ჩანთა უნდა წაერთვათ, ან მაღაზიები გაეძარცვათ.  თუ სამუშაოს თავს კარგად არ გაართმევდნენ, მოზარდებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ახლა რუსთავის ციხეში არიან გადაყვანილი, მათ 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.