"ოცნების" გადაწყვეტილება ცნობილია - თბილისი მოსკოვთან ფრენებს იწყებს
პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - თბილისი მოსკოვთან ავიამიმოსვლას იწყებს. ირაკლი კობახიძემ დღეს საჯაროდ პირობა დადო, რომ სანქცირებულ რუსულ თვითფრინავებს ხელისუფლება ცას არ გაუხსნის. პირველი პირდაპირი რეისი რუსეთიდან საქართველოში სამშაბათს შესრულდება.
თბილისში ჩამოსულ რუსებს აეროპორტში აქციით დახვდებიან. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ოკუპანტ სახელმწიფოსთან არც ფრეენების აღდგენა უნდა და არც გაუქმებული სავიზო რეჟიმი.
ოპოზიცია "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკას, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დათბობას გულისხმობს, მოღალატეობრივ ნაბიჯად და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ. თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილის დავალებით მალე ღარიბაშვილი პუტინის რეჟიმთან დიპლომატიურ ურთიერთობასაც აღადგენს.
ვინ რა საფრთხეს ხედავსს დათბობის პოლიტიკაში ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.