"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები კომენდანტს დაარღვევენ - პროფკავშირის წარმომადგენელი

18.05.21 15:07
"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები კომენდანტს დაარღვევენ - პროფკავშირის წარმომადგენელი

დაძაბულობა ბორჯომში - გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად ადგილზე მყოფმა პროფკავშირის წარმომადგენელმა შსს-ს მოუწოდა არ გამოიყენოს დამატებით ძალა. გიორგი დიასამიძის თქმით, აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ  კომენდანტის საათი დაარღვიონ და   პროტესტის ადგილას მთელი ღამე დარჩნენ.

მოვუწოდებ პოლიციას დაპირისპირებაში ნუ შეიყვანენ პროცესს და ასევე ვაცხადებ, რომ განვუმართეთ რომ გაფიცვაა და შესაბამისად პროტესტის ნიშნად ჩვენ ამაღამ ვრჩებით აქ. პოლიცია არის პოლიცია და უნდა ემსახურებოდეს ხალხს, იკვეთება სუბიექტური მოსაზრებები" - ამბობს დიასამიძე.