რუსეთიდან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის აღდგენა - პუტინის განკარგულება ძალაში შევიდა

15.05.23 10:03
რუსეთიდან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის აღდგენა - პუტინის განკარგულება ძალაში შევიდა

ვლდიმერ პუტინის განკარგულება, რომელიც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს, ძალაში დღეიდან შევიდა. 

შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 10 მაისს გამოაქვეყნა. პუტინის ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ. 

გამონაკლისი იქნებიან ის მოქალაქეები, რომლებიც, რუსეთის ფედერაციაში შესვლას სამუშაოდ, განათლების მისაღებად ან 90 დღეზე მეტ ხანს გეგმავენ. 

რუსეთის პრეზიდენტის კიდევ ერთი განკარგულებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვა ოფიციალურად მოიხსნა. 

პუტინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლება  შესაძლო დასანქცირების შესახებ გააფრთხილა. სპიკერის მოადგილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ავიახაზები ფრენებს რუსეთისკენ დაიწყებენ, სანქციები ქართულ ავიაკომპანიებსაც დაემუქრება.