"გამაგებინეთ როგორ არის ჩემი შვილი" - ოკუპანტების მიერ გატაცებული გიორგი მეგრელიშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

15.05.23 11:39
"გამაგებინეთ როგორ არის ჩემი შვილი" - ოკუპანტების მიერ გატაცებული გიორგი მეგრელიშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ოკუპანტების მიერ გატაცებული გიორგი მეგრელიშვილის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.  სოფელ ზემო ხვითში არც ის იციან, სად წაიყვანეს რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე.  ოჯახი სახელმწიფოსგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვს.

ველოდებით პასუხს მთავრობისგან.  არაფერი ჩემს შვილზე არ ვიცი, ჯანმრთელობის მხრივ როგორ არის, რანაირად არის. ძალიან გთხოვთ, ჩაგვაყენეთ საქმის კურსში. არავინ მოსულა, არავის არაფერი უთქვამს. მშობელი ვარ ბოლო ბოლო, ხომ უნდა ვიცოდე როგორ არის ჩემი შვილი, რას აკეთებს, - ამბობს დაკავებულის დედდა მანანა მეგრელიშვილი. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის,  დავით ქაცარავას ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცი გუშინ სოფელში ტრაქტორით მიწას ამუშავებდა, როცა საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს.

გატაცება მოხდა ჩვენს ტერიტორიაზე. გიორგი მეგრელიშვილი იმყოფებოდა მინდვრებში, სადაც ამუშავებდა მიწას და იმ დროის მონაკვეთში მოხდა ზუსტად. ანუ ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით მოხდა ჩასაფრება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ოკუპანტებმა გაიტაცეს გიორგი მეგრელიშვილი ზუსტად ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ოკუპანტები აგრესიულად მოქმედებენ, გააქტიურდდნენ ა ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ჩვენი ხელისუფლება ათბობს ურთიერთობებს უვიზო მიმოსვლით და ფრენების აღდგენით რუსეთთან, - ამბობს ქაცარავა. 

9 მაისს დეფაქტო რეჟიმმა გამოსცა შეწყალების აქტი. იყო მოლოინი, რომ შეწყალებულთა შორის ქართველი პატიმრების იქნებოდნენ, თუმცა საოკუპაციო ძალებმა საქართელოს არცერთი მოქალაქე არ შეიწყალეს. 

საოკუაპციო რეჟიმის ტყვეობაშ ჯამში საქართელოს 6 მოქალაქე რჩება.