"ექსპო ჯორჯია" პარალიზებულია - "სფეროს" ჟურნალისტების პროტესტს, მევახშეებით დაზარალებულებიც შეუერთდნენ

15.05.23 12:48
"ექსპო ჯორჯია" პარალიზებულია - "სფეროს" ჟურნალისტების პროტესტს, მევახშეებით დაზარალებულებიც შეუერთდნენ

"ექსპო ჯორჯია" პარალიზებულია. "სფერო" ჰოლდინგის ჟურნალისტებმა ყველა შესასვლელი მანქანებით ჩაკეტეს. მიზეზი პირადი ანგარიშსწორებაა.

კომპანიის ოფისს ელექტროენერგია და წყლის მიწოდება შეუწყვიტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთი მევახშე, რომელიც გამოააშკარავეს, "ექსპო ჯორჯიას" მფლობელის მეგობარია.

"სფეროს" ჟურნალისტებს პროტესტს, მევახშეებით დაზარალებულებიც შეუერთდნენ.

"ამ ასოციაციას დაუწესეს შეზღუდვები იმის გამო, რომ ამ ასოციაციამ გაშიფრა მევახშეების სახელი და გვარები, რომლებიც უკვე ჩვენთვის ცნობილია. მევახშეების მფარველები იმყოფებიან მაღალ ეშელონებში, ძალიან ბევრი ჩინოვნიკი მფარველობს ამ მევახშეებს და შესაბამისად ერთ-ერთი მევახშის ახლო მეგობარი ბრძანდება "ექსპო ჯორჯიის" მეწილე გველესიანი, რომელიც არის გივი აზმაიფარაშვილის ახლო მეგობარი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღეს ეს ფაქტი არ აინტერესებს" - ამბობს აქციის მონაწილე, სოფიკო წითლიძე.