ვის ეკუთვნის კომპანია, რომლის სამუშაოებზეც ორი მუშა დაიღუპა?

15.05.23 12:35
ვის ეკუთვნის კომპანია, რომლის სამუშაოებზეც ორი მუშა დაიღუპა?

ვის ეკუთვნის კომპანია, რომლის სამუშაოებზეც ორი მუშა დაიღუპა? - "პირველებმა" დაადგინა, რომ მერიის კონტრაქტორი  კომპანიის მფლობელს მანამდე სხვა ფირმა ჰქონდა დაფუძნებული, რომელიც შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მერიამ დაასანქცირა და შავ სიაში შეიყვანა. ამის მიუხედავად, რეპუტაცია შელახულმა პირმა, უჩა მოლაშხიამ  ახალი კომპანია შპს "იუნი"  დააფუძნა და სახელმწიფომ კონტრქტი ისევ გაუფორმა, რაც უკვე ტრაგედიით დასრულდა.

"პირველებმა“ კითხვებზე პასუხიების მისაღებად  უჩა მოლაშხიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს. 

შპს "პროხოდკა" ჩუღურეთის რაიონში აწარმოებდა საყრდენი კედლების სამუშაოებს და ამ რუსულ კომპანიას ხელმძძღვანელობდა უჩა მოლაშხია, რომელსაც 2020 წელს მისცეს დისკვალიფიკაცია. ამის შემდეგ უცა მოლაშხია აკეთებს ახალ კომპანიას დ აისევ ჩუღურეთის რაიონში იწყებს შეკვეთების შესრულებას საყრდენი კედლების სამუშაოებზე. ანუ გამოდის, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ იცოდა უჩა მოლაშხიას შესაშზლებლობების შესახებ. მნიშვნელოვანია ამ საქმეში დასკვნა, სადაც არის მითითებული, რომ აღნიშნული მშენებლობას არ შეფარახებს არანაირი გეოლოგიური პროცესები, - ამბობს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე. 

ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე საუბრობს. 

ეს არ არის პირველი შემტხვეავ, როდესაც გამგეობები, მერიები მუნიციპალიტეტები, სახელმწიფო უწყებები არჩევენ არაკვალიფიცურ, არაკომპეტენტურ კომპანიებს და შმეგდომ დგება ასეთი სავალალო შედეგები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის კორუფციის შედეგი, ნეპოტიზმის შედეგი და მანამ, სანამ ეს კორუმპირებული მტავორბა გვყავს ამ ხელისუფლებაში, სამწუხარო, მსგავსი ფაქტები კიდევ გვექნება, - ამბოლბს ენმ- სწევრი ირაკლი ნადირაძე.

ართინის ქუჩაზე მთის გამაგრების სამუშაოების დროს გუშინ ორი მუშა დაიღუპა.