ძაღლის ალიკაპის ან საბელის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება - კანონპროექტზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

15.05.23 12:43
ძაღლის ალიკაპის ან საბელის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება - კანონპროექტზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

ძაღლის  საბელის ან ალიკაპის გარეშე  ბულვარში, პარკში ან სკვერში გასეირნებაზე ჯარიმა 150 ლარით განისაზღვრება, განმეორებით შემთხვევაში კი 300 ლარით.

პროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტი იწყებს. დღეს ჯარიმების ოდენობის ზრდაზე დეპუტატები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობისთვის ამ დრომდე 20ლარიანი ჯარიმა იყო განსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები