ზუგდიდში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

15.05.23 14:00
ზუგდიდში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. პოლიცია ადგილობრივმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც სანიაღვრე არხში ცხედარი ნახა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ერთ-ერთი ვერსიით, კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, წყლით სავსე არხში ჩავარდა და დაიხრჩო. 

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში ბოლო რამდენიმე დღეა, გადაუღებლად წვიმს.