თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი სავარაუდოდ გაზის აფეთქებამ გამოიწვია
წინასწარი ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ შენობის მეორე სართულზე ხანძარი გაზის აფეთქებამ გამოიწვია. ხანძრის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს.
შესაბამისმა სამსახურებმა შენობიდან მოქალაქეები უკვე გამოიყვანეს, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.