თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია - დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია - თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მისი თქმით, დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ:
მოხდა ხანძრის ლოკალიზება. არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბზე გავრცელების საშიშროება. შესაბამისად, ხანძარიც დროულად იქნა ლოკალიზებული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ფართობსა და ხანძრის გავრცელების ალბათობას დაადგენს შესაბამისი სამსახური“, - თქვა ლევან მუსელიანმა.
თაბუკაშვილის 49 ნომერში, ერთ-ერთ ძველ საცხოვრებელ შენობაში ხანძარი 13:00 საათზე გაჩნდა. ერთ-ერთი ვესიით, შენობაში გაზი აფეთქდდა.