რომელ რუსულ ავიაკომპანიებს სურთ საქართველოში ფრენა? - სამოქალაქო ავიაცია დუმს
რომელმა რუსულმა ავიაკომპანიებმა წარადგინეს მოთხოვნა, დაიწყონ ფრენები თბილისსა და მოსკოვს შორის? - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დუმს. სტანდარტული განცხადების გავრცელების შემდეგ უწყებაში დამატებითი განმარტებები არ კეთდება. სახელმწიფო უწყება არც იმ ინფორმაციას გასცემს, რომელმა ქართულმა ავიაკომპანიებმა გამოთქვეს რუსეთში ფრენის სურვილი.
შეკითხვებზე პასუხების მისაღებად "პირველები" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მივიდა, თუმცა იქ კითხვებზე პასუხის გასცემა არ ისურვეს.