ყველა რუსული თვითმფრინავი საფრთხის შემცველია - "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი
რუსეთთან ფრენების აღდგენაში სპეციალისტები საფრთხეებს ხედავენ. კომპანია "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებლის, გიორგი კოდუას განმარტებით, რუსული თვითმფრინავებს თავად რუსეთი აკონტროლებს და და ევროპის იასას რეგულაციები მათზე არ ვრცელდება, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ რისკებს შეიცავს.
გიორგი კოდუას თქმით, თუკი ერთი კონკრეტული ქართული ავიაკომპანიის გამო სანქციები სხვა ავიაკომპანიებსაც დაედება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ევროპის გზა სრულად ჩაეკეტება.
გავანებოთ სანქციებს თავი, რუსული ყველა თვითმფრინავი არის საფრთხის შემცველი ექროტაციაში ანუ არხდება მათი მონიტორინგი იმ სტანდარტებით, რა სტანარტებითაც ჩვენი ქართული ავიაცია ხელმძღვანელობს. ტექნიკა, რომელიც არის სამამულო ტექნიკა და გამოშვებულია რუსეთში, თვითონ რუსეთი აკონტროლებს და აწარმოებს მის ზედამხედველობას და ევროპის იასას რეგულაციები არ ვრცელდება ამ თვითმფრნავებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვინდა ვიყყოთ იასას წევრი და ევროპის წევრი ქვეყანა, მაშნ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. თუ ავიაკომპანიამ ერთმა, გადაწყვიტა ფრენები რუსეთში და ყველა მოვყევით ჩვენ სანქციის ქვეშ, მაშინ ჩვენ აბსოლუტურასდ გზა დაგვეკეტა ევროპასთან, - ამბობს კოდუა.
შეგახსენებთ, რომ ვლდიმერ პუტინის განკარგულება, რომელიც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს, ძალაში დღეიდან შევიდა