ქალის სასტიკი მკვლელობა პირადი ფოტოს გამოქვეყნების გამო - ბრალდებულს 13 წელი მიუსაჯეს

15.05.23 16:27
ქალის სასტიკი მკვლელობა პირადი ფოტოს გამოქვეყნების გამო - ბრალდებულს 13 წელი მიუსაჯეს

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალი ერთ-ერთი ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით გაიცნო და მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მასთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა. დაზარალებულმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა.

განცხადების თანახმად, ფარული ურთიერთობის საჯაროდ გაცხადება მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის, რის შემდეგაც მან შურისძიების მიზნით, მსხვერპლი სასტიკად სცემა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები