ხაშურში ბიბლიოთეკის შენობის კედელი ჩამოიშალა

15.05.23 17:43
ხაშურში ბიბლიოთეკის შენობის კედელი ჩამოიშალა

ხაშურში ბიბლიოთეკის შენობა ინგრევა. რამდენიმე საათის წინ კედელი ჩამოიშალა.  ტრაგედიას თანამშრომლები მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ შემთხვევა უქმე დღეს მოხდა.  შენობის იმ ნაწილში, სადაც კედელი ჩამოინგრა, წიგნსაცავია. ამ ტერიტორიას  2 თანამშრომელი ემსახურებოდა.

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შენობა, რომელშიც ბიბლიოთეკა განთავსებული, თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. რაც შეეხება ფლიგელს, სადაც კედელი ჩამოიშალა, ის მოგვიანებით მიაშენეს.

ის ნაწილი, არის შემდგომ მოშენებული და იქ, როგორც ვიცი, იყო პოლიციის განყოფილება. ისინი ისხდნენდა გაკეთებულა მეერე რემონტი იქ ა შესაბამსიად, გაუნმაგრებიათ კიდეც, მაგრამ იმის შემეგ კიდევ გავიდა დრო და რა შედეგიც მივიღეთ, ხედავთ.  ჩამონგრეულია, ხედავთ, რა მდგომარეობაა. დემონტაჟი გაკეთება აუცილებლად, -საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი.

მომხდარს იხსენებენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები. 

რომ დავინახეთ ეს საშინელი და საზარელი მდგომარეობა, არ ვიცი, რა დაგვემართა. მთელი გამგეობა აქ იყო, უფროსი იმ წუთში მოსული იყო, თანამშრომლები და ერთი ოთახის დაცლა მოვახერხეთ და დანარჩენი..., - ამბობს თანამშრომელი. 

ხაშურის მერია  ბიბლიოთეკაში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია ინფორმაირებულია, თუმცა ამ დრომე რეაგირება არ ყოფილა.