მოსამართლემ დაადასტურა, რომ კლანის წევრია - თორნიკე აკოფაშვილის პროცესი 26 ივნისს გაიმართება
მარტის აქციებზე დაკავებული, თორნიკე აკოფაშვილის საქმის განხილვა დასრულდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი კი 26 ივნისს ჩაინიშნა.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მისი აცილების შუამდგიმლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატები კი ამბობენ, რომ მოსამართლე არაობიექტური და მიუკერძოებელია.
მოსამართლემ პირდაპირ დაადასტურა, რომ კლანის წევრია. თქვა, რომ მათთან ერთად ვიქეიფებ, ჩამი თავი შემოევლოსო. ჩვენ მისი აცილების განცხადება გვაქონდა წარდგენილი, მაგრამ უარი თქვა. იმედები იმაზე ცოტა რჩება, ვიდრე წარმოგვიდგენია"- თქვა თორნიკე აკოფაშვილმა.