ნებართვა გაცემულია - მოსკოვი-თბილისის რეისის ბილეთები სისტემაში უკვე გამოჩნდა

ნებართვა გაცემულია - მოსკოვი-თბილისის რეისის ბილეთები სისტემაში უკვე გამოჩნდა. რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" პირველ რეისს 17 მაისს შეასრულებს. მოსკოვში უკვე დათვლილი აქვთ ის ფინანსური მოგებაც, რომელსაც საქართველოში განხორციელებული ფრენებით მიიღებენ. საუბარია ასეულობით მილიონზე, თუმცა ჩნდება კითხვა - რის ფასად იღებს "ქართული ოცნება" მოსკოვის საჩუქარს. არსებობს რისკი, რომ საქართველოში ტექნიკურად გაუმართავმა თვითმფრინავებმა იფრინონ. ქართული მხარე თანახმაა, რომ ფრენები რუსეთში საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად განახორციელოს.
ავიაკომპანია "აზიმუტის" განკარგულებაში მხოლოდ რუსული წარმოების "სუხოის" თვითმფრინავებია. 2019 წელს მოსკოვში დაშვებისას სწორედ ამ ლაინერმა განიცადა კატასტროფა, რომელსაც 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავად კომპანიის მფლობელი კი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დახმარებისთვის. სანქციების ამოქმედების შემდეგ არც ერთი რუსული ავიაკომპანია თვითმფრინავი ევროპული სტანდარტების ტექნიკურ შემოწმებას არ გადის. არ აქვთ სათადარიგო ნაწილები და მათ ლაინერებს დასავლური კომპანიები არ ემსახურებიან. მიუხედავად ამისა ხელისუფლება მოსკოვს ფრენების აღდგენაზე მწვანე შუქს უნთებს.
ყველა დეტალი ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში