მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშები - ვინ არის პასუხისმგებელი სვანეთის უბანში დატრიალებულ ტრაგედიაზე
ვისია კომპანია "იუნი", რომლის მიერ ჩატარებულ სამუშაოებსაც სვანეთის უბანში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ირკვევა მის მფლობელს უჩა მოლაშხიას 2020 წელს ქონდა რუსული კომპანიის პროხოდკას ფილიალი საქართველოში, რომელიც ასევე ჩუღურეთის გამგეობის კონტრაქტორი იყო, შავ სიაში შეყვანის შემდეგ კი მოლაშხიამ ახალი კომპანია დაარსა გამგეობასთან სათანამშრმლოდ.
სწორედ ეს ფაქტი აჩენს კითხვებს, ხომ არ ქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებას. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ იყო პასუხისმგებელი დატრიალებულ ტრაგედიაზე.