"სახლი ბანკში აქვთ" - ოჯახი, რომელსაც მგლებმა 180 ცხვარი დაუგლიჯა, დახმარებას ითხოვს
მგლების შემოსევა შიდა ქართლში - კასპის რაიონში შველას ითხოვენ. მგლების ხროვამ სოფელ ხოვლეში ბახტაძეების ოჯახის კუთვნილი 180 ცხვარი ერთ ღამეში უკვე დაგლიჯა.
ფერემერის ოჯახი, რომელმაც ცხვრის ფარა ბანკიდან გამოტანილი სესხით მოაშენა, შველას ითხოვს.
მთელი ოჯახი დავსდევდით სულ ამ ცხვრებს. ახალი ჩაძინებულები ვიყავით და არაფერი არ გაგვიგია. რა ვიფიქრო არ ვიცი. მთავრობა თუ მოგვეხმარება კარგი იქნება". - ამბობს ოჯახი.
საფრთხეზე საუბრობენ სხვა ადგილობრივებიც, ისინი ბახტაძეების ოჯახის ტრაგედიით შეძრულნი არიან და მთავრობას მათი დახმარებისკენ მოუწოდებენ.
150 ცხვარს 2 წელიწადია ზრდიან, მთელი სახლი ბანკში აქვთ ჩადებული, რა ქნან ამ საცოდავმა ხალხმა. ბავშვები და ეს ქალი საცოდავად სულ მინდორში იყვნენ. ხომ შეიძლება მთავრობა რაღაცით მაინც დაეხმაროს. იქნება სოფელში მაინც მოვაგროვოთ ფული და დავეხმაროთ". - ამბობს მეზობელი
ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე ჯერ-ჯერობით არანაირი პრევენციული ღონისძიება არ გაუტარებია, მიუხედავად იმისა, რომ კასპის მოსახლება უკვე დიდი ხანია მგლების შემოსევის პრობლემაზე საუბრობს.