ქვეყანას სჭირდება ნიკა გვარამიას თავისუფლება - ვატო წერეთელი

16.05.23 13:21
ქვეყანას სჭირდება ნიკა გვარამიას თავისუფლება - ვატო წერეთელი

უზენაეს სასამართლოსთან ამ წუთებში ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია იმართება. ადგილზე იმყოფება "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელიც. მედიამენეჯერი "მთავარი არხის" დამფუძნებელს სოლიდარობას უცხადებს, რომ ქვეყანას ნიკა გვარამიას თავისუფლება სჭირდება. 

ქვეყანას სჭირდება მისი თავისუფლება, რომ ჩვენ დავადგეთ დასავლურ გზას და ევროპულ გზას. სალომემ აირჩია მაინც ბიძინას გზა. სამწუხაროა ეს, ძალიან დასანანია, თუმცა შემიძლია ნიკას ვუთხრა, რომ ძალიან მალე გამოვა და ჩვენ, მე, შენ, შენი მეგობრები, ერთად ვიბრძოლებთ, რომ ქვეყანა დავაყენოთ დასავლურ გზაზე, - ამბობს ვახტანგ წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, 6 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან "მთავარი არხის" დამფუძნებლის პატიმრობიდან 1 წლის თავზე, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ აქცია დააანონსა.